
"გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარტია 4 ოქტომბერს ჩანიშნულ მასშტაბურ აქციაზე არ მივა.
"კედელზე თავის რახუნი და მუქარები ეს არის პროცესის ხელოვნურად რადიკალიზაცია. არჩევნები არის ერთადერთი, ყველაზე სწორი პროცესი ამ შემთხვევაში. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე.
ჩვენი პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენი პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას, ჩვენ არ ვიქნებით 4 ოქტომბერს იქ", - თქვა მან.
ცნობისთვის, "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ მისი პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა მისულიყვნენ საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ შეუერთდნენ აქციას.