ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

სასამართლომ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 14 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

პროკურატურამ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი 16 სექტემბერს წარუდგინა.

უწყების ცნობით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალს არასრულწლოვანი კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და მასზე ძალადობს.