
თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულასთან შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
უფრო კონკრეტულად, იგი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.
სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის 17 აგვისტოსაც დაიჭირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა.
4 დეკემბერს კი ვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.