
ევროკომისიის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ან შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების "უპირობო გაყვანაა".
"უკრაინაში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შეცვლისთვის ან მოხსნისათვის", - განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა.
25 მარტს, კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ და რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კრემლმა პარალელურად, პირობას წამოაყენა და იმის შესახებ, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, როცა დასავლეთი რიგი რუსული ბანკებიდან ფინანსურ სანქციებს მოხსნისა და მათ SWIFT-ის ფინანსურ სისტემაში დააბრუნებს.