CNN: ბაიდენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია

CNN: ბაიდენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ს წყარომ უთხრა, რომ ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 ნოემბერს გეგმავს, საზოგადოებას სიტყვით მიმართოს.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენმა გამოხატა მზადყოფნა მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველსაყოფად და ხაზი გაუსვა ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას.

"მან, ასევე, მიიწვია პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მასთან შესახვედრად", - ამბობენ თეთრ სახლში და აღნიშნავენ, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

ცოტა ხნის წინ CBS News-მა დაწერა, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება კამალა ჰარისმა მიულოცა.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის უკვე 292 ხმა აქვს, კამალა ჰარისს კი 224.

1892 წლის შემდეგ დონალდ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.