კობახიძე: ყველასთვის ცხადია, რასაც და ვისაც მივეცი ხმა

ყველასთვის ცხადია, რასაც და ვისაც მივეცი ხმა. რა თქმა უნდა, ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარობის დეპუტატს ვაკის რაიონში.

თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან.