
დღეს 4 ოქტომბერია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დილა გათენდა. ჩვენ ვნახეთ ე.წ საარჩევნო უბანთან მისული ბიძინა ივანიშვილი ძალიან დამფრთხალი და ძალიან შეშინებული. ის გაექცა ყველა შეკითხვას, იმეორებდა ერთსა და იმავე იდიოტიზმს. აქ უკვე მთავარია რას იტყვის ქართველი ხალხი, არ გვაინტერესებს, რას იტყვის ივანიშვილი. ფაქტია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას სწორად აქვს გააზრებული, რომ დღეს ე.წ რუსული სპეცოპერაციის უბნებზე მისვლა არის ამ ქვეყნის ღალატი და კარგია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები იქ არ მიდიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც სჭირდება საქართველოს - მის წარსულს, აწმყოს და მომავალს. ჩვენ გუშინ ვნახეთ მუხანათური თავდასხმა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანიაზე. ქოცი ტიტუშკების სამარცხვინო, ძალაობრივი ქმედებები. ამ ქვეყანაში ძალადობა, დაპირისპირება უნდა ივანიშვილს. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში მშვიდობა, თავისუფლება. დღეს, 4 ოქტომებრს, იმ ყველა იდიალის, ქრისტიანობის, ტრადიციების დაცვისთვის ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ, ქართველ ხალხს და ყველა ვართ ვალდებული ამ ქვეყნის გმირებთან, ამ ქვეყნის მომავალთან, რომ 4 საათიდან შევიკრიბით რუსთაველზე და დავიცვათ საქაღთველოს ღირსება.
განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან სანიკიძემ.