
CBS News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის გაზის, ნავთობისა და საბანკო სექტორბზე სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 მარტს ფინანსთა დეპარტამენტმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინა კონკრეტული ენერგეტიკული ტრანზაქციები სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით. უარის თქმის გაუქმების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბანკებს აღარ შეეძლებათ წვდომა აშშ-ს გადახდის სისტემებზე ძირითადი ენერგეტიკული ტრანზაქციების განსახორციელებლად.
იმ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, რომლებზეც დაწესებული შეზღუდვები ბაიდენის ადმინისტრაციამ 60 დღით შეაჩერა, არიან Vnesheconombank, Bank Financial Corporation Otkritie, Sovcombank, Sberbank, VTB Bank, Alfa-Bank, Rosbank, Bank Zenit, Bank Saint-Petersburg და რუსეთის ცენტრალური ბანკი.
იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო შეიზღუდება ამერიკულ საბანკო სისტემებზე წვდომა, როგორც CBS წერს, სხვა ქვეყნებსაც გაურთულებს რუსული ნავთობის შესყიდვას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც ბოლო კვირების განმავლობაში შემცირებული ფასების ფონზე, მკვეთრი ზრდა იქნება.
ასევე, გამოცემა წერს, რომ შესაძლოა სანქციების გამკაცრების მეთოდი ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ომის საკითხთან დაკავშირებით გამოიყენოს. ამაში იგულისხმება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი - ტრამპმა თქვა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები "პრეზიდენტ პუტინსა და სხვებს" ხვდებიან და "ძალიან სერიოზული საუბრები" აქვთ.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სიტვ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა და ის აშშ-ში შეხვედრის შედეგების განსახილველად ბრუნდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა განაცხადა.
„მე ველაპარაკე ჩემს კოლეგას [უიტკოფს], რომელიც იქ იმყოფება და ის უკან ბრუნდება, რათა ჩვენ შევაფასოთ და განვიხილოთ ეს შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს", - თქვა უილცმა.