უოლცის ცნობით, ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა, ის აშშ-ში ბრუნდება

უოლცის ცნობით, ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა, ის აშშ-ში ბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სიტვ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა და ის აშშ-ში შეხვედრის შედეგების განსახილველად ბრუნდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა განაცხადა.

„მე ველაპარაკე ჩემს კოლეგას [უიტკოფს], რომელიც იქ იმყოფება და ის უკან ბრუნდება, რათა ჩვენ შევაფასოთ და განვიხილოთ ეს შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს", - თქვა უილცმა.

ვოლცმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დეტალები არ გამოქვეყნებულა.

***

სამშაბათს, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა მოლაპარაკების შემდეგ გამოაქვეყნა კიევისა და ვაშინგტონის ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კიევი მზადაა შეერთებული შტატების წინადადებისთვის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 მარტს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკების შემდეგ, პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდებოდა.

ასევე, საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "დროებითი ამოსუნთქვა" უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

"მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაღაც მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა", - ამბობს ის Россия 1-თან ინტერვიუში.