ზელენსკი: რუსეთი კიდევ 2 მძიმე შეტევით კამპანიას გეგმავს, უკვე დამარცხდა 3-ში

ევროპასა და აშშ-ში განწყობა მართლაც ოდნავ იცვლება. საერთო ჯამში, მოხარული ვარ, ნამდვილად მოხარული, რომ რუსეთის ყველა წინსვლა, ყველა მათი შეტევითი მისია — სულ სამი იყო — და ისინი კიდევ ორ მძიმე შეტევით კამპანიას გეგმავენ. მათი ბოლო სამი მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.

პირველი რაც მე ვუთხარი ევროპელებს და თეთრ სახლს არის ის, რომ რუსები ვერ შეძლებდნენ ჩვენი ტერიტორიების აღმოსავლეთ ნაწილების აღებას და მათი [დასავლელი პარტნიორების] ნათქვამი, რომ რუსებს შეუძლიათ ქალაქ სუმის ოკუპაცია, ტყუილი და მანიპულაციაა და ჩვენ ამას დავამტკიცებდით. და ზუსტად ეს მოხდა: რუსებმა სამი კამპანია წააგეს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში.