ზურაბშვილი სანდუს: ეს გამარჯვება ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ

ზურაბშვილი სანდუს: ეს გამარჯვება ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

"ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. პროევროპული საქართველო თქვენს გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის მიმართ უცვლელი დარჩება!“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.65 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.06%-ით ლიდერობს.