
მიჩიგანის შტატში, გრანდ-ბლანკში მდებარე მორმონთა ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი ჯერ ავტომობილით ეკლესიის შენობაში შეიჭრა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. გამოძიების მიხედვით, თავდამსხმელმა ასევე განზრახ ცეცხლი წაუკიდა შენობის ნაწილს, თუმცა ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
სამართალდამცავების განცხადებით, როდესაც თავდასხმა მოხდა, კვირის მსახურებას ასეულობით ადამიანი ესწრებოდა. თავდამსხმელი ცეცხლის გახსნის შემდეგ პოლიციამ ადგილზე მოკლა.