მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულია „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS). ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უკვე დამუშავებულია საარჩევნო უბნების 94.8%, რაც პრაქტიკულად საბოლოო სურათს განსაზღვრავს.

PAS-ი ამ დროისთვის ხმების 47,7%-ით (691 426 ხმა) აშკარა უპირატესობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა პრორუსული პატრიოტული საარჩევნო ბლოკი, 25,8%-ით (374 894 ხმა), ხოლო მესამე ადგილზე – „ალტერნატივა" 8,4%-ით (122 389 ხმა).

დანარჩენი პოლიტიკური ძალებიდან, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა მხოლოდ ორმა შეძლო.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ქვეყნის უმრავლესობა ოლქებისა PAS-ის ფერითაა მონიშნული, რაც მმართველი პარტიის ძლიერ მხარდაჭერას ადასტურებს.