პოლიტიკური დაპირისპირება, სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას შორის, კულმინაციას უახლოვდება. პრეზიდენტის წლიური მოხსენება პარლამენტში, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დაპირისპირების ღია დემონსტრირებად იქცა. ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები, კრიტიკულ გამოსვლას, ქვეყნის პრეზიდენტს, მაგიდაზე მუშტების ბრახუნით და შეძახილებით აწყვეტინებდნენ, შემდეგ კი საზოგადოებას ბოდიშს უხდიდნენ, რომ ზურაბიშვილის ნაცვლად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბილბორდებზე საკუთარი ფოტოები გააკრეს. ქართული ოცნების წევრები, ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის იმ ნაწილმა გააბრაზა, როცა პრეზიდენტმა მმართველ პარტიას, საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ ქართულმა ოცნებამ მთავარ დაპირებას გადაუხვია და ევროპულ კურსს დიდი ტრაექტორიით ასცდა. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებიდან 5 წლის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, პრეზიდენტის მთავარ ოპონენტებად იქცნენ, კრიტიკოსები კი თანამოაზრეებად. შაბათის ფორმულამ მოუსმინა პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას და 5 წლის წინანდელ არქივსაც გადახედა