რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას.
წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.