ანატოლი გიგაურს ჯვებე ნაჭყებიამ ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ანატოლი გიგაურს ჯვებე ნაჭყებიამ ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა მას თავდასხმას ედავებოდა პოლიციელზე ან სხვა ხელისუფლების წარმომადგენელზე (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი), თუმცა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის საქმეში (353-ე მუხლის პირველი ნაწილი).