უკრაინული დრონების იერიშმა გააჩერა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა

უკრაინული დრონების იერიშმა გააჩერა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა

უკრაინის დრონების იერიშის შედეგად რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის მიღება კვირას შეჩერდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ქარხანა, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის, “როსნეფტის” მფლობელობაშია, 10 აგვისტოს ღამით დაზიანდა. იერიშმა ხანძარი გამოიწვია.

სარატოვის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა Telegram-ზე დაწერა, რომ დრონებმა „ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტს“ დაარტყეს, თუმცა ქარხნის დაზიანება ოფიციალურად არ დაუდასტურებია. მისი თქმით, რამდენიმე მცხოვრებმა სამედიცინო დახმარებას მიმართა, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 500 კმ-ის დაშორებით, ვოლგის რეგიონში მდებარეობს, დღეში 140,000 ბარელ ნავთობს ამუშავებს. ეს უკვე მესამე შემთხვევაა აგვისტოში, როდესაც უკრაინის დრონების იერიშმა რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა.