სასამართლომ რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, პატიმრობა კვლავ შეუნარჩუნა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, საქმე არსებითად განსახილველად გადავიდა. სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იკამათეს. პროკურატურა პატიმრობის გაგრძელებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი 100 ათას ლარად გათავისუფლებას ან ალტერნატიულად – შინაპატიმრობას.

ბრალდების თანახმად, მიქაუტაძემ თანამდებობის ბოროტად გამოყენებით 2,5 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი გაათეთრა. იგი 20 ივნისს დააკავეს და წარდგენილი ბრალდება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.