ალბი კორძაიას თქმით, გზის გადაკეტვას ედავებიან იმ დღეს, როდესაც პატიმრობაში იყო

ალბი კორძაიას თქმით, გზის გადაკეტვას ედავებიან იმ დღეს, როდესაც პატიმრობაში იყო

აქტივისტი ალბი კორძაია ამბობს, რომ მას გზის გადაკეტვას ედავებიან იმ დღეს, როდესაც ის 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა, იზოლატორში.

კერძოდ, აქტივისტმა Facebook LIVE-ის დროს თქვა, რომ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ დაჯარიმებული იყო 2025 წლის 9 ივნისს გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით - ამ დღეს კი ის იზოლატორში იმყოფებოდა.

ალბი კორძაიას თქმით, დაჯარიმების შესახებ მას შეტყობინება არ მიუღია, ჯარიმა კი - რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა. შესაბამისად, რადგან ერთთვიანი ვადა გასულია, მას აღარ აქვს გასაჩივრების უფლება.

აქტივისტი ამბობს, რომ პატრულის თანამშრომელმა უთხრა: "ჩაბარებულად ჩაითვალეთ ჯარიმა, მობრძანდით, გამომართვით, ხელი მოაწერეთ და მერე მიბრძანდით სასამართლოში და არკვიეთ, რომ თქვენ მაგ დროს იზოლატორში იყავით და არ იყავით რუსთაველზეო".