
ევროპელმა დიპლომატებმა კრემლი პირად საუბრებში გააფრთხილეს, რომ NATO მზად არის, რუსული თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის შემდგომ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, მათ შორის ჩამოაგდოს ისინი. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა მოსკოვში გამართულ „დაძაბულ შეხვედრაზე“ 19 სექტემბერს რუსული 3 გამანადგურებლის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე, შეშფოთება გამოხატეს.
გამოცემის თანახმად, ევროპელმა დიპლომატებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ ისინი მზად არიან, შემდგომ დარღვევებზე საპასუხოდ გადამწყვეტი ზომები მიიღონ და ხაზი გასუვეს, რომ ესტონეთთან დაკავშირებული ინციდენტი მიზანმიმართულ ქმედებას წარმოადგენდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა წარმომადგენელმა ევროპელ დიპლომატებს განუცხადა, რომ ევროპის საჰაერო სივრცის ბოლო დარღვევები იყო პასუხი ყირიმზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, რაც, სავარაუდოდ, „NATO-ს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“.
არსებული ცნობებით, აღნიშნული შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართა.