
უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედები, ოლენა ზელენსკა და მელანია ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზელენსკამ მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისა და იმ ყურადღებისთვის, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ უკრაინელი ბავშვების მიმართ გამოიჩინა.
მათ განიხილეს საერთო ღირებულებების, უპირველეს ყოვლისა კი ბავშვებისა და მათი ბავშვობის დაცვის მნიშვნელობა.
„მე მჯერა რბილი ძალის ეფექტიანობის, ჰუმანურობის, ემპათიისა და რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის უნარის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ყველა ბავშვს, ვისაც ეს სჭირდება“, — განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
უკრაინის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს შეხვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება მთელ მსოფლიოში ბავშვების დასაცავად.