
რუსეთის ელჩმა საფრანგეთში, ალექსი მეშკოვმა განაცხადა, რომ ნატოს მიერ მოკავშირე ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის პოტენციური ჩამოგდება „ომს ნიშნავს“.
„მოგეხსენებათ, არსებობს ნატოს ბევრი თვითმფრინავი, რომელიც არღვევს რუსეთის საჰაერო სივრცეს, შეიძლება შეგნებულად არ, მაგრამ ეს საკმაოდ ხშირად ხდება. მაგრამ ისინი არ ჩამოუგდიათ“, — განაცხადა ელჩმა.
23 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს არღვევენ.
მანამდე, 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, სამი რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთშიც შენიშნეს.
19 სექტემბერს კი ესტონეთმა განაცხადა, რომ სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის ავიაგამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია. მეშკოვმა უარყო ბრალდებები და კრემლის წინა განცხადებებს გაიმეორა. მოსკოვმა ასევე უარყო ნებისმიერი კავშირი დანიასა და ნორვეგიაში ამ კვირის დასაწყისში დაფიქსირებულ დრონებთან.