ბალტიის ზღვის თავზე უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა 5 რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

ბალტიის ზღვის თავზე უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა 5 რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

დღეს ორმა უნგრულმა გამანადგურებელმა "გრიპენმა" ბალტიის ზღვის თავზე 5 რუსული სამხედრო თვითმფრინავს გზა გადაუჭრა.

ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს საჰაერო სარდლობა ავრცელებს.

რუსული თვითმფრინავებიდან იყო ერთი SU-30, ერთი SU-35 და სამი MIG-31 ტიპის ავიაგამადგურებელი.

ცნობილია, რომ ისინი ბალტიის ზღვის თავზე, ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდნენ.

უნგრული "გრიპენები" რუსული თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად ლიტვაში, "შიაულიაის" საავიაციო ბაზიდან აფრინდნენ.

"უნგრეთი აჩვენებს ალიანსისადმი ერთგულებას ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისადმი", - წერს ნატოს საჰაერო სარდლობა.