არ მინდა, იმაზე ვილაპარაკო, ვინ მეტი გააკეთა, ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ამას მივაღწევთ. იმიტომ, რომ მე მგონი, ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არმოცემა ნიშნავს რუსეთისთვის ერთგვარ საჩუქრის გაკეთებას და ამის სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ - მე მაქვს იმედი, როცა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს თავიანთი გადაწყვეტილება, ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი - ამის მიმართ იმის თქმა რომ 100%-იანად უკვე გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის, ან არასწორი.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანის სასახლეში გამართულ მიღებაზე. მან გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუდენტებს უმასპინძლა.