
ეს მეტყველებს პირველ რიგში რეჟიმზე, რომელსაც იმის უნარი, რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელია, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ ყველაფერი თქვა, თავისი სათქმელი. ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა, არც იმის, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმის, რომ უკან დაიხიოს, რჩება სადღაც ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება და ვერ გამოძვრება. აქ არ დამთავრდა ეს ბრძოლა.
ჩვენ ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემია და რომელიც არის ყველასთვის, ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითი და ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდით, რომ გათავისუფლდებოდა მზია, მაგრამ ამიტომ არ შეიძლება, რომ ასეთ რეჟიმებთან რაიმე მოლოდინი გქონდეს. უნდა ვიყოთ მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ და ასევე, უნდა დავინახოთ, სად არის სისუსტის ნიშნები, რომელიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს და სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი, ამას ჰქვია მზია ამაღლობელი - დიდი მადლობა მას.
თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა