
უწყვეტი სახალხო პროტესტის მე-300 დღეს, ორთაჭალაში მდებარე 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტამდე მარში გაიმართება. მარში 19:00 საათზე დაიწყება.
საპროტესტო მარში პარლამენტთან აქტივისტებმა და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებმა დააანონსეს.
ამავე დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია პოლიტპატიმრებზე ფილმის ჩვენება და გამოფენა.
პროტესტის დაწყებიდან მე-300 დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - "თავისუფლების, დემოკრატიის, კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა".