თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რა დროსაც სახლში კაცი იმყოფებოდა.

ფორმულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.