
ხელვაჩაურის მერიის ცნობით, ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან.
მათი თქმით, მდინარის ადიდების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
"ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - აცხადებენ ხელვაჩაურის მერიაში.