მერია: ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა, დაფიქსირდა ხის წაქცევის შემთხვევები

მერია: ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა, დაფიქსირდა ხის წაქცევის შემთხვევები

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები, კერძოდ - რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები.

მერია აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ.

"თბილისში, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები.

თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22", - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.