მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დააკავეს

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დააკავეს

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საკრებულოს თავმჯდომარის, რიჩარდ გიგანის შვილი დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.გ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა მ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საუბარია მარნეულში გუშინ, 19 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებაზე, კერძოდ, გავრცელებული ცნობით - კონფლიქტი საკონდიტრო მაღაზიაში დაიწყო, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რიჩარდ გიგანის შვილმა ახალგაზრდებს მიმართ - "თათრულად ლაპარაკისთვის თავი დაენებებინათ".

ეს ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამაც.

"მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილმა საკონდიტრო მაღაზიაში ახალგაზრდას ქართული ენის არცოდნის გამო სცემა", - დაწერა მან.

თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტის გასანეიტრალებლად ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების ფრაქციის წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები.