თელავის მუნიციპალიტეტში მანქანა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და დაიწვა - დაიღუპა მძღოლი

თელავის მუნიციპალიტეტში მანქანა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და დაიწვა - დაიღუპა მძღოლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ავარიას კაცი ემსხვერპლა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და დაიწვა.

ადგილობრივები გამოცემასთან ამბობენ, რომ ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და პოლიცია.