თოდაძე, სარაჯიშვილი, აბაშიძე, ევგენიძე - ვის მიანიჭა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება
თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ 30 მოქალაქეს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.
"სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს", - თქვა კალაძემ ცერემონიაზე.
მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ:
- ზურაბ თურმანიძეს (ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრი, კორესპონდენტი, იუნესკო-ს ხალხური მედიცინის ევროპის საერთაშორისო კომისიის წევრი);
- თინათინ მღვდლიაშვილს (პოეტი, მხატვარი);
- ჯენარო ქრისტესაშვილს (ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი);
- ნოდარ ჩხარტიშვილს (ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი);
- ბაკურ კიღურაძეს (არქიტექტორი, მეცნიერი);
- ოთარ გაბელაშვილს (ინჟინერი, სამთოგეოლოგი);
- გივი ჭიჭინაძეს (ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი);
- თენგიზ გუგეშაშვილს (ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი);
- გოგა პიპინაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი);
- თომზირ ცომაიას (სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე);
- თინა მგალობლიშვილს (დიქტორი, მსახიობი);
- დავით ევგენიძეს (კომპოზიტორი, პიანისტი);
- ზურა აბაშიძეს (დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი);
- არჩილ გოგელიას (მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი);
- თეიმურაზ ჩიგოგიძეს(ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
- ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძეს (გამომცემელი, მეცენატი);
- გიორგი ბურჯანაძეს (ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
- ლაუზ (რეზო) ჭანიშვილს (ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე);
- ნუგზარ კვაშალს (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი);
- რომან (რომა) რცხილაძეს (მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი);
- თინათინ ბუკიას (ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
- ნოდარ მითაგვარიას (ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი);
- ნანული აბესაძეს (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
- მანანა თოდაძეს (მომღერალი, მსახიობი);
- ნანული სარაჯიშვილს (კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
- ლეილა მუმლაძეს (მუსიკოსი, პედაგოგი);
- თამაზ მოლაშვილს (მუსიკოსი, პედაგოგიური მოღვაწეობის 65-წლიანი სტაჟით);
- ნიკოლოზ შენგელაიას (მხატვარი);
- მალხაზ დოლიძეს (პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურმეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი);
- ჯიმი ყიფიანს (იურისტი).
"თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება", - განაცხადა კალაძემ.
დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. მას ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა წევრები ესწრებოდნენ.