ზურაბიშვილი: კონსტიტუციას დანა ჩაარტყეს და მთლიანად დახიეს

დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება. დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და მთლიანად დახიეს.

რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი, ეს მე ვარ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია - ძალაუფლების უზურპაცია.

ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის, დააბრუნოს რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს, ჩემი პასუხისმგებლობაა, წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას.

განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში არმიღებასთან დაკავშირებით.

***

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.