ზურაბიშვილი: დილის 04:20 საათზე ატყდა ჩემი სახლის წინ მუშტიკრივი და ბოლოს, იარაღის გამოყენება

ზურაბიშვილი: დილის 04:20 საათზე ატყდა ჩემი სახლის წინ მუშტიკრივი და ბოლოს, იარაღის გამოყენება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, დილის 04:20 საათზე, მისი სახლის წინ, დაახლოებით 40 ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა და გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც.

იგი ავრცელებს ფოტომასალასაც, რომელშიც მონიშნულია ნასროლი ტყვიების ადგილი და აღნიშნავს, რომ 8 გასროლილი ტყვიდან ერთ-ერთი მის ეზოშიც აღმოჩნდა.

ზურაბიშვილის თქმით, მთელი ამ მოვლენების განმავლობაში მის სახლთან არცერთი პოლიციელი არ გამოჩენილა და ისინი ადგილზე მხოლოდ დილის 9 საათზე მივიდნენ.

"სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია …

ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრენისწინ სხვანაერად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტიკრივი, წივილკივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება( 8 ტყვია - ერთი ჩემს ეზოში) , ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია. ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მობლენების დროს არცერთი პოლიციელი !!! … დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!

მშვიდობით სავსე ქალაქი.

უსაფრთხო ქვეყანა!", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.