
მინდა დავიწყო დღევანდელი ჩემი ბრიფინგი იმით, რომ მივულოცო თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე, რომელიც არის თავდაცვის ძალების დღე.
არ ვიცი, რამდენად რამე არის მისალოცი, როდესაც ჩვენ ვუყურებთ, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები, ერთის მხრივ ის დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში, მეორეს მხრივ ის და ეს შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს ჩვენთვის და მომავლისთვის, ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს აღარ ტარდება არცერთი საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარები, ამდენ ხანს, ბოლო წლებში ვითარდებოდნენ და მათი სტანდარტების ყველანაირი ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული.
ეს ძალიან დიდი ტკივილია მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები.
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.