ზურაბიშვილი: 40 დღე არაფერი არაა, 80 დღეც არაფერია, თუ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება

ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არაა, 80 დღეც არაფერი არაა, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება, მგონი, აქ ვინცაა შეკრებილი, ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა (და დღეს არის რწმენის დღე), რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, რომ არ შეიძლება, არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ"

თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდა. დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციების მე-40 დღეა.