ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ აქტივისტებს, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას 5000-5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
როგორც ცნობილია, პროკურატურა მარიამ სიჭინავას შემთხვევაში 15 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო კერენ ესებუას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი კოდექსის გათვალისწინებით პატიმრობას ითხოვდა.
ისინი სამართალდამრღვევებად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულში ცნეს, რაც შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის 16 იანვარს დააკავეს - ისინი სამართალდარღვევისთვის უკვე ხელმეორედ დააჯარიმეს.
პირველად მარიამ სიჭინავას 5000 ლარის, ხოლო კერენ ესებუას – 2000 ლარის ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული.