ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და წევრები პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.
ერთობლივ განცხადებაში ისინი ითხოვენ, უახლოეს პერიოდში მოიწვიონ ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:
მანამდე იგივე მოითხოვა პარტიის წევრმა გიორგი მუმლაძემ.