"ჟურნალისტობა დანაშაული არ არის" - ლიეტუვა ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენს მკაცრად გმობს

"ჟურნალისტობა დანაშაული არ არის" - ლიეტუვა ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენს მკაცრად გმობს

ლიეტუვა მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს მკაცრად გმობს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე წერს.

"ჟურნალისტობა დანაშაული არ არის. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე ამ მიუღებელი თავდასხმის უკან დგანან", - წერია განცხადებაში.