საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა.
მათი ცნობით, მიწის მასის ჩამოშლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - დეპარტამენტის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს.
გუშინ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ დრომდე, ტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე სრულად აკრძალული იყო - დეპარტამენტის განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა.
მანამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე.