
საბოლოოდ, თუ უკრაინელები არ არიან მზად ამის [ტერიტორიების] დათმობაზე წასასვლელად - და არავინ აიძულებს უკრაინას დათმოს - მაშინ არ მგონია, რომ სამშვიდობო შეთანხმება იყოს შესაძლებელი. ის უბრალოდ ასეთ სახეს არ მიიღებს.
მაგრამ ის [პუტინი] ნამდვილად წამოაყენებს მოთხოვნებს. ის ნამდვილად ითხოვს ისეთ რაღაცებს, რასაც უკრაინელები და სხვები მხარს არ უჭერენ, და რის დათმობასაც ჩვენ არ ვაიძულებთ მათ. და თავის მხრივ, უკრაინელები ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რასაც რუსები არ დათმობენ.
ვიცი, ყველას მეტი დეტალი სურს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, სერიოზული მოლაპარაკება გავმართოთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმე შუა გზის პოვნას ორს შორის, რომლებიც ომში არიან ჩართული, ძალიან რთულ ომში, სადაც რუსებს ჰგონიათ, როგორც ყოველთვის, რომ ინიციატივა მათ მხარესაა, ხოლო უკრაინელები დაუჯერებლად მამაცად იბრძვიან.
იმ თავდაცვით პოზიციაში, რომელიც მათ აქვთ მიღებული, უკრაინელებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენეს რუსებს. ვფიქრობ, მხოლოდ გასულ თვეს ამ ომში 20,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ასე რომ, უკრაინელებმა მართლაც უზარმაზარი ზიანი მიაყენეს რუსებს.
ამის შედეგად, ორივე მხარე ძალიან ჩაფლულია საკუთარ პოზიციებში. ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა მასზე, რადგან პრეზიდენტმა ეს პრიორიტეტად აქცია - ომის დასარულება, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო
განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Nbcnews-თან ინტერვიუში.