
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი უკრაინას სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფს, რათა ქვეყანამ შეძლოს რუსეთის სიღრმეში ენერგოინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმები.
დაზვერვის გაზიარების ახალი შეთანხმება საშუალებას აძლევს პენტაგონსა და ამერიკულ სპეცსამსახურებს, დაეხმარონ კიევს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, მილსადენებისა და სხვა ობიექტების სამიზნედ ქცევაში, რომლებიც კრემლს შემოსავლებითა და რესურსებით ამარაგებს ომის გასაგრძელებლად.
გამოცემის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე სთხოვა ნატოს ევროპელ პარტნიორებს, გააზიარონ მსგავსი ინფორმაცია.
ამასთან, თეთრ სახლში განიხილავენ უკრაინისთვის გრძელმანძილიანი შეიარაღების - მათ შორის „ტომაჰავკის“ და „ბარაკუდას“ ტიპის საკრუიზო რაკეტების - გადაცემის შესაძლებლობას, რომლებსაც 500 მილის რადიუსში სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა აშშ უკრაინას პირდაპირ დაეხმარება რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე გრძელმანძილიანი დარტყმების განხორციელებაში.