მდინარაძე: სამწუხარო იქნება, თუ კიდევ აღმოჩნდება ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში გარეული

ვიდრე ჩვენი გუნდი ამ ქვეყნის სათავეში იქნება, აბსოლუტურ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, პირადად ჩემთვის, მათ შორის, თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული - ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდით, ვიბრძვით, თავი გვქონდა და გვაქვს გადადებული და ამ დროს ვიღაც გვერდით ხელს ითბობს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს არც მორალურად, არც კანონის მიხედვით გამართლებული საქციელი არ არის. ამიტომაც, არავის მიმართ არ ვიქნებით შემწყნარებლები, თუკი კორუფციულ ფაქტებში ექნებათ ხელი გასვრილი, ამასაც მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით.

თქვა ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ TV იმედთან ინტერვიუში.