არქიმანდრიტი დოროთე: არა მარტო ევროპა გვჭირდება, ევროპას სჭირდება ჩვენი საოცარი ახალგაზრდები

ჩვენ უკვე 300 დღეზე მეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ 300-დღიან კურსებს გავდივართ. ეს ახალგაზრდები ისეთი მომზადებულები შევლენ ევროსივრცეში, დემოკრატიული, ფილოსოფიური აზროვნებით, ბოროტისა და კეთილის ცოდნით ისეთი მომზადებული შევლენ, რომ ბიძინას სიტყვებს გამოვიყენებ - "ევროპას გააოცებენ". მართლა გააოცებენ ევროპას თავისი ცნობიერებით, ისეთ ბრძოლას გადიან და საერთოდ, როგორც ხმალი ცეცხლში იწრთობა, ისე ბრძოლაში იწრთობა ადამიანის გონება და დღევანდელი ბრძოლა, მადლობა ღმერთს, ტყვიით არ არის, იმიტომ რომ ჩვენ სულ ტყვიით ვიბრძოდით... დღეს ცნობიერი ბრძოლაა და გამოწრთობილები შევლენ და მე ვფიქრობ, რომ ევროპა კი არ გვჭირდება მარტო, ევროპას სჭირდება ეს ახალგაზრდები, თავისუფალ სამყაროს სჭირდება ასეთი გამოწრთობილი და საოცარი ახალგაზრდობა, საოცარი გონიერი თაობა გვყავს. ქალები ხომ საერთოდ. ვამაყობ ასეთი ქალბატონებით, გოგონები რომ გვყავს და ასეთი ვაჟკაცები, ასეთი ძლიერები. ესენი არ დამარცხდებიან, ამიტომ, რაღაცნაირი გამარჯვების სუნი მცემს, ერის გამარჯვების სუნი მცემს - აუცილებლად გაიმარჯვებენ და ეს გამარჯვება, რაღაცნაირად მეც დამაჯერეს, რომ მოხდება 4-ში.

თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ფორმულას ეთერში.