
ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია ეკლესია, გააჩუმა ეკლესია. ყველა ხედავს, რა გაუკეთეს, მაგრამ ვერ ამბობენ. ვერ ამბობენ და განსაკუთრებით, ებრძოდა პატრიარქს და განსაკუთრებით, რაც პატრიარქის მიმართებაში გაკეთდა მისი ხელისუფლების დროს, აი, ასეთი შეურაცხყოფა პატრიარქისთვის არავის მიუყენებია. გახსოვთ, თავიდან რომ მოვიდა ბიძინა [ივანიშვილი]. მიშას [სააკაშვილს] ეუბნება, შენ ჩემზე მეტად გიყვარსო - ამას შინაგანად გრძნობდა, რაღაც უკმაყოფილებას გრძნობდა, ვერ იტანდა პატრიარქს. პატრიარქს უთხრა კიდეც, ერთხელ, გახარებული იყო პატრიარქი, ხატი გააკეთა მოოქროვილი, იმედის ხატი და დაპატიჟა ბიძინა და [ბიძინამ უთხრა] - "ეს მე რომ მომპარე, იმ ოქროთი გააკეთეო?".
წარმოიდგინეთ, ამას რომ ეტყვი პატრიარქს კაცი, რომელმაც საყდრისი ააფეთქე, ეს არის როგორი... აი, ეს რომ თქვა ბიძინამ, მაშინ მე მივედი საპატრიარქოში და ვუთხარი, რომ რატომ აიღეთ წერილი, მეთქი, დაწერა მინდა, მეთქი და პატრიარქმა თქვა, არა, არ დაწეროთო, მოვა მაგის დროო. ძალიან ბევრი ითმინა, ძალიან მძიმე დღეები აქვს გადატანილი ამ სიბერეში [პატრიარქს], რადგან, ბიძინა ივანიშვილის ხელით ებრძოდა არა მარტო ბიძინა, არამედ მთელი რუსეთი. ოცნება - აქაური და იქაური რუსეთი, აქაური რუსეთიც - ყველა ერთად. ამის გაძლება [პატრიარქმა] ძალიან მოხერხებულად შეძლო.
თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ფორმულას ეთერში.