ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებმა უნდა იმუშაოს, როგორც ნატო-ს მეხუთე მუხლმა

ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებმა უნდა იმუშაოს, როგორც ნატო-ს მეხუთე მუხლმა

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებმა უნდა იმუშაოს, როგორც ნატო-ს მეხუთე მუხლმა, – ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა თანხმდება ევროპასთან თანამშრომლობას უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და ჩვენ მადლიერები ვართ აშშ-ისა და პრეზიდენტის ამ სიგნალისთვის. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მაგრამ არ არსებობს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ეს და როგორი იქნება ამერიკისა და ევროპის როლი, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენ გვჭირდება, უსაფრთხოებამ იმუშაოს პრაქტიკაში, როგორც ნატოს მე-5 მუხლმა. ასევე, ჩვენ ევროკავშირის წევრობას უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად მივიჩნევთ და გავიგეთ, რომ ამერიკაც და პუტინიც ამას ანალოგიურად უყურებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.