საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამ დრომდე, ტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე სრულად აკრძალული იყო - დეპარტამენტის განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა.
მანამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე.