Bild: ტრამპი თავდაპირველად მხოლოდ ზელენსკის შეხვდება, ევროპელი ლიდერები მოგვიანებით შეუერთდებიან

Bild: ტრამპი თავდაპირველად მხოლოდ ზელენსკის შეხვდება, ევროპელი ლიდერები მოგვიანებით შეუერთდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ვაშინგტონში თავდაპირველად მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ევროპელი ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი კი მოგვიანებით შეუერთდებიან, – წერს Bild-ი.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრას სამუშაო სადილი და გაფართოებულ ფორმატში რამდენიმე საათიანი დისკუსია მოჰყვება.

სავარაუდოდ, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და ნატოს გენმდივანი მარკ რუტე.