ზელენსკის თქმით, წიაღისეულზე გარიგება "უბრალოდ დასაწყისია და შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს"

ზელენსკის თქმით, წიაღისეულზე გარიგება "უბრალოდ დასაწყისია და შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს"

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე სასარგებლო წიაღისეულის გარიგებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საკითხი უკრაინისადმი აშშ-ის დახმარების გაგრძელებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, წიაღისეულის წინასწარი გარიგება "უბრალოდ დასაწყისია, ეს შეიძლება იყოს დიდი წარმატება".

ზელენსკის ცნობით, ეს შეიძლება დიდი წარმატება იყოს, ან უხმაუროდ ჩაიაროს. ის აღნიშნავს, რომ წარმატება ტრამპთან მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.

"წარმატება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს საუბარზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის უჭერს მხარს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რაც დაკავშირებულია ნებისმიერ მომავალ - უფრო ფართო - ორმხრივ შეთანხმებებთან.