
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის გარიგების განახლებული ვერსია შეიმუშავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ჯერ არ არის დასრულებული და დაამატა, რომ მას პროექტის შესასწავლად, ასევე ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციისთვის დრო სჭირდებოდა.
ზელენსკის ცნობით, პროექტი მისაღებია, რადგან ის არ გულისხმობს ისეთ პირობებს, რომელიც უკრაინას „მოვალე“ სახელმწიფოდ აქცევს.
"ამ შეთანხმებას, შესაძლოა, დიდი წარმატება ჰქონდეს - ან უხმაუროდ გადაიაროს. დიდი წარმატება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული", - თქვა ზელენსკიმ.